ვონკას ისტორია გვასწავლის, რომ დიდი მიზნის მისაღწევად მარტო მოქმედება არ არის საკმარისი. ვონკამ შეძლო თავისი ოცნების რეალიზება მხოლოდ იმიტომ, რომ მეგობრები გვერდში დაუდგნენ და თითოეულმა თავის წილი წვლილი შეიტანა საერთო გამარჯვებაში ✨ დღევანდელი ბრძოლა დემოკრატიისთვის და თავისუფლებისთვის არის ჩვენი საერთო ბრძოლა. როგორც ვონკას მეგობრები, ჩვენც უნდა ვიყოთ ერთად, რათა ჩვენი საერთო მიზანი – სამართლიანი, თავისუფალი და ძლიერი საქართველო – რეალობად ვაქციოთ. თითოეული ხმა, ნაბიჯი და ქმედება გვაჩვენებს, რომ ერთადერთი გზა წარმატებისკენ არის - ერთობა ✊🏻
დღევანდელი მარში იყო ადამიანური სოლიდარობისა და ერთმანეთის მხარდაჭერის ყველაზე ამაღელვებელი გამოხატულება – სადაც სიყვარული და ერთიანობა ყველა სირთულეს აღემატებოდა. ✊🏻♥️